×

ჩვენ შესახებ

ბრენდის შესახებ

Tami sport დიდი ხნის ჩანაფიქრია,რომელიც აერთიანებს დახვეწილ,გემოვნებიან,თამამ და სპორტულ ქალბატონებს.ბრენდი გამიჯნავს ინდივიდებს,რომელსაც უყვართ პერფორმანსი,სტილი,კომფორტი.

სპორტული ბრენდი,რომელიც ითვალისწინებს მოდის ტენდენციებს და ფერებს,მართავს თავისი სტილით და ქმნის სილუეტებს.ტექნიკურად დახვეწილი ქსოვილი,კიდევ უფრო გამორჩეულს და დასამახსოვრებელს ხდის.ეს არის ბრენდის ხელწერა და გზავნილი,რომ შეიქმნას ლუქს-სპორტული ქართული ბრენდი საქართველოში.ბრენდი იკერება Adidas-ის მიერ ავტორიზებულ ფაბრიკაში.

 

დამფუძნებელი

თამარ გელაშვილი-ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი.სამოსისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდან იწყება,ის ისეთ გარემოში მოხვდა სადაც ყოველ დღე უყურებდა,თუ როგორ იქმნებოდა,ჯერ კიდევ 90-იან წლებში,მოდური და ტენდენციური ესკიზები.დედა,ნიჭიერი და თავის საქმის პროფესიონალი,კონსტრუქტორ მოდელიორი გახლავთ და ამან თამარზეც მოახდინა გავლენა.

სპორტთან,კერძოდ მძლეოსნობასთან ზიარება გვიან,29 წლის ასაკში დაიწყო და მალევე ბევრი შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.სპორტისადმი სიყვარული და გამარჯვების სურვილი ძალიან მძაფრი იყო.რამოდენიმე წლიანი გაბრწყინების შემდეგ,ასაკის გამო სპორტს ემშვიდობება.

მაგრამ,სიყვარული სამოსის და სილამაზის მიმართ არასდროს განელებია. ბრენდი შეიქმნა თამარის დიზაინით,ფემინისტური და დახვეწილი ელემენტებით.ის ითვალისწინებს თანამედროვე ქალის გემოვნებას,რომელიც ირჩევს ჯანსაღი ცხოვრების სტილს.